ხვალ გორში დასუფთავების ახალი სპეციალური მანქანების პრეზენტაცია გაიმართება

აგვისტო 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხვალ, 5 აგვისტოს, 6 ახალი სატრანსპორტო საშუალება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან იქნება წარმოდგენილი. 

აღნიშნული სპეცმანქანები 07:00 საათიდან დაიტვირთებიან და პირველ რიგში ქალაქის ცენტალურ გამზირს მოემსახურებიან. 

3 ერთეული მცირე ტევადობის ნაგვის გასატანი, 2 ერთეული ქუჩის მოსარეცხი და 1 ერთეული საშუალო ტევადობის ნაგვის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან შპს ,,სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა. 

უწყებამ 6 სპეცმანქანა მუნიციპალიტეტის დასუფთავების ხელშეწყობის მიზნით შეიძინა და ექსპლუატაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობი სააგენტოს“ გადასცა. ორგანიზაცია ახალი სატრანსპორტო საშუალებების მომსახურეობით ხვალ პირველად სარგებლობს. სააგენტო ზრუნავს ქალაქ გორის სისუფთავეზე და მუნიციპალიტეტის მასშტაბით უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანას.

ქუჩის მოსარეცხი მანქანები გარდა წყლის გამანაწილებლისა, აღჭურვილია ქვიშის საყრელი ტექნიკური მოწყობილობებით, ასევე წინა ნიჩბითა და მხვეტავი ფუნჯით. ორივე სატრანსპორტო საშუალებას ზამთარში, უხვი ნალექის დროს, შუძლია როგორც გზების თოვლისგან განთავისუფლება, ასევე სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა.

Read 506 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი