Back to Top
ორშაბათი, 05 აგვისტო 2019 12:00

ამბარდნიშვილი: ისტორიული ტერიტორიის გასხვისების შემთხვევაში, ქუჩაში გამოვალთ

Rate this item
(0 votes)
“ქალაქი არ შეეგუება ერთადერთი მწვანე ზონის დაკარგვას“, - ეს განცხადება საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ირმა ამბარდნიშვილმა გადაცემა “თვითმმართველობის დროში“ სტუმრობისას გააკეთა.
გორის საკრებულოს დეპუტატი ყოფილი ცირკის ტერიტორიის ნაწილის, კერძო მესაკუთრისთვის შესაძლო გადაცემას გამოეხმაურა.
იმ პირობებში, რომ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი და ქალაქები იბრუნებენ ქონებას, ჩვენ პირიქით, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ტერიტორიას კერძო პირზე ვასხვისებთ? ამ ტერიტორიას აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი და ვინმე ბორის გოგიჩაიშვილს უნდა გადაეცეს სასტუმროს ასაშენებლად? დავიწყებთ სამოქალაქო აქტივობას, ხალხს გამოვიყვანთ, კარვებს გავშლით და ვპირდები ბორის გოგიჩაიშვილს, რომ მანდ ვერანაირ სასტუმროს ვერ ააშენებს“, - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.
Read 366 times Last modified on ორშაბათი, 05 აგვისტო 2019 12:05