გორის წისქვილკომბინატის მუშები: გვემუქრებიან, რომ არ გაგვახარებენ

აგვისტო 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხელფასების მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, შპს „კარმენის“ მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება და ობიუექტმა ხორბლის გადამუშავება შეწყვიტა, - ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირის წარმომადგენელი ლევან მთვარელიძე ავრცელებს.

"თუ დავაცდიდით ორ თვეს "კარმენის" მეპატრონე დაგვპირდა ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების მოგვარებას, დავაცადეთ ეს ორი თვე და დაპირებული ხელფასის სანაცვლოდ, 1-2 ივლისს კარმენის ადმინისტრაციამ სათითაოდ დაიბარა მისთვის სასურველი დაახლოებით 50 დასაქმებული და ხელმოწერებით უარს ათქმევინებენ, კანონით გათვალისწინებულ ერთი თვის კომპესაციაზე, იმ პირობის სანაცვლოდ, რომ ახალი დამსაქმებელი აიყვანს მათ სამუშაოდ. დანარჩენებს ეს შემოთავაზება არ გვქონდა იმიტომ, რომ არ ვიყავით სასურველი ხალხი, გვქონდა ცუდი დახასიეთება, წინა რიგებში ვიყავით საგაფიცვო პროცესებში, "ვპოზიორობდით" ტელევიზიებსა და კამერების წინ, ვიყავით აქტიური პროფკავშირის წევრები და ა.შ.", - აცხადებენ წისქვილკომბინატის ყოფილი თანამშრომლები.

მათივე თქმით, ყველა ის პირს, ვინც აქტიურად იყო ჩართული პროფკავშირულ საქმიანობაში, ემუქრებიან და პროვოკაციებს უწყობენ.

"პირდაპირი შურისძიება და მუქარაა რომ ჩვენ არ გაგვახარებენ, კარმენი და ის აზერბაიჯანელი წარმომადგენელი, რომელიც იმყოფება კარმენის ადმინისტრაციაში. ასევე ცნობილია, რომ მიდის ახალი თანამშშრომლების მოძიება და ამ 30 დასაქმებულის ჩანაცვლება. ასევე მოჰყავთ და აკომპლექტებენ ახალ მტვირთავებს.  თავად კარმენი არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს, პირიქით გვიწყობს პროვოკაციებს. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული გვაქვს. სავარაუდოდ ახალი მეპატრონე შპს „ლოდია,“ რომელიც დაფუძვნდა 4 ივლისს 2019 წელს. კარმენი ამბობს ჩვენ აღარვართო და ახალი საერთოდ არ გამოჩენილა. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს სამუშაო ადგილებს და ვისაც გგონიათ, რომ ჩალითაა ყველა და ყველაფერი დახურული", - წერს სოციალურ ქსელში პროფკავშირის წარმომადგენელი, ლევან მთვარელიძე.

ამავე თემაზე: გორის წისქვილკომბინატის თანამშრომლები სამსახურში აღდგენისას ბარიერებს აწყდებიან

Read 550 times Last modified on Last modified on აგვისტო 05 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი