Back to Top
ორშაბათი, 05 აგვისტო 2019 12:56

ახალმა სპეცმანქანებმა გორის დასუფთავება უკვე დაიწყეს

Rate this item
(0 votes)

დღეს დილით, 6 ახალი სატრანსპორტო საშუალება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოჩნდა.

სპეცმანქანები 07:00 საათიდან დაიტვირთნენ და თავდაპირველად, ქალაქის ცენტალურ გამზირს მოემსახურნენ.

3 ერთეული მცირე ტევადობის ნაგვის გასატანი, 2 ერთეული ქუჩის მოსარეცხი და 1 ერთეული საშუალო ტევადობის ნაგვის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან შპს ,,სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა.

"უწყებამ 6 სპეცმანქანა მუნიციპალიტეტის დასუფთავების ხელშეწყობის მიზნით იყიდა და ექსპლუატაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობი სააგენტოს“ გადასცა. ორგანიზაცია ახალი სატრანსპორტო საშუალებების მომსახურეობით პირველად სარგებლობს. სააგენტო ზრუნავს ქალაქ გორის სისუფთავეზე და მუნიციპალიტეტის მასშტაბით უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანას", - აცხადებენ გორის მერიაში.

უწყების ცნობით, ქუჩის მოსარეცხი მანქანები გარდა წყლის გამანაწილებლისა, აღჭურვილია ქვიშის საყრელი ტექნიკური მოწყობილობებით, ასევე წინა ნიჩბითა და მხვეტავი ფუნჯით. ორივე სატრანსპორტო საშუალებას ზამთარში, უხვი ნალექის დროს, შუძლია როგორც გზების თოვლისგან განთავისუფლება, ასევე სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა.

მცირე ტევადობის ნაგვის გასატანი მანქანებისგან განსხვავებით კი საშუალო ტევადობის ნაგვის გასატან მანქანას შეუძლია ასწიოს და დაცალოს არანაკლებ 1,1 კუბური მეტრი მოცულობის კონტეინერი.

Read 1197 times