გორის თავდაცვის აკადემიის იუნკერები რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიაში მიიწვიეს

აგვისტო 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის იუნკერები რუმინეთში, ქალაქ სიბიუში გაემგზავრნენ, სადაც რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიის (Land Forces Academy) მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსები მოეწყო. 

"პირველი ეტაპის კურსს ,,დროებით იზოლაციაში გადარჩენა'' ესწრებოდნენ ბაკალავრიატის მესამე კურსის იუნკერები ვახტანგ ცინცაძე და ომარ ბაკურაძე. მეორე ეტაპზე კი კურსი ბაკალავრიატის მეოთხე კურსის იუნკერებმა ალექსანდრე უგრელიძემ, თენგიზ ფალელაშვილმა, ბიძინა კამლაძემ და ალი ტალიბოვიმ გაიარეს", - აცხადებენ თავდაცვის აკადემიაში. 

გავრცელებული ინფრომაციით, აღნიშნული კურსები მოიცავდა, როგორც სალექციო მეცადინეობას, ასევე საველე სწავლებებს.

Read 87 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი