მე მახსოვს აგვისტოს ომი - 11 წლის წინანდელ მოვლენებს ოკუპაციის მუზეუმში გაიხსენებენ

აგვისტო 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მე მახსოვს აგვისტოს ომი - ამ სახელწოდებით გორში, ოკუპაციის მუზეუმში ღონისძიება გაიმართება, რომელიც 11 წლისწინანდელ მოვლენებს მიეძღვნება.

შეხვედრა 7 აგვისტოს 14:00 საათზე დაიწყება, სადაც მისი მონაწილეები ომისდროინდელ ისტორიებს გაიხსენებენ და დღეს არსებულ ვითარებას შეაფასებენ. მანამდე კი აუდიტორია ვიდეომასალას ნახავს, თუ რა ხდებოდა გორსა და მის სოფლებში 2008 წლის აგვისტოში. შემდეგ უკვე თემასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს დამსწრე საზოგადოება გააჟღერებს. ღონისძიების ორგანიზატორი მეგობრობის ხიდი "ქართლოსია" და შეხვედრაც სწორედ მის მიერ უნივერსიტეტის ბაზაზე გახსნლ ოკუპაციის მუზეუმში მეწყობა.

2019 წლის 7 აგვისტოს მეგობრობის ხიდი ქართლოსის ორგანიზებით გორის უნივერსიტეტში არსებულ ოკუპაცის მუზეუმში აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა-დისკუსია,

სადაც სპიკერები ისაუბრებენ 11 წლის წინანდელ მოვლენებზე , მცოცავ ოკუპაციაზე, შეხვედრას დაესწრებიან ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს ომის ტრაგედია."ამბობენ" ქართლოსის" წარმომადგენლები.

Read 233 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი