Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 05 აგვისტო 2019 17:45

გორში აგვისტოს ომის კედელი გაიხსნება

Rate this item
(0 votes)

7 აგვისტოს, 12:30 საათზე, გორში, (ჭავჭავაძის გამზირი #47) "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინიციატივით, აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნება.

სტენსილი აგვისტოს ომის 11 წლის თარიღს ეძღვნება, რომლის იდეასა და შესრულებაზე არტისტმა გაგოშამ იმუშავა.

კედელი რუსეთ - საქართველოს ომის თემატიკით და სიმბოლოებით არის დატვირთული, რომელიც მნახველს კიდევ ერთხელ შეახსენებს რუსულ ოკუპაციას.

ამავე დღეს 13:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური და სხვა წარმომადგენლები, კამპანია „ძალა ევროპაშიას“ მხარდამჭერებთან, მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან და მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად „გორის საინფორმაციო ცენტრში“ მოსახლეობასთან ამავე თემაზე შეხვედრას გამართავენ.ღონისძიებაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება

Read 636 times