Back to Top
ორშაბათი, 05 აგვისტო 2019 22:33

გორის მუნიციპალიტეტის 11 სკოლაში "ახალი სკოლის მოდელი" დაინერგება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან "ახალი სკოლის მოდელი" დაინერგება.

"2019-20 სასწავლო წლის I სემესტრიდან „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ინტერვენცია განხორციელდება დამატებით 100 სკოლაში", - წერს გორის საგანმანათლებლო რესურსცეტრი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და გორის მუნიციპალიტეტში მდებარე იმ სკოლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ასეულში მოხვდნენ.

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლა
სსიპ - ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლა

ინფორმაციისთვის, „ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.

Read 2047 times