გორის მერიამ Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან კრიტიკული კომენტარები წაშალა

აგვისტო 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე კრიტიკული შინაარსის კომენტარები წაშალეს.

კეთილმოწყობის სააგენტოსთვის შეძენილი რუსული წარმოების სპეცტექნიკის შეძენა მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა და გორის მერია რუსული პროდუქციის პოპულურარიზაციაში დაადანაშაულა.

რამდენიმე საათში გორის მერიის ტექნიკურმა ჯგუფმა პოსტის ქვემოთ დაწერილი ყველა კომენტარი წაშალა. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია.

“აჰა,ისევ წაშალეთ,მოკლედ,აი შენ ვინც ეხლა ზიხარ და შლი ამ კომენტარებს,გპირდები განსაკუთრებით მოგიკითხავ ამ სანაგვეს რომ გავიტანთ მერე,ეხლა კი ეს პოსტი მთლიანად წაშალე,თორემ დღეს ისეთს მოგიწყობთ კაი ხანი ვერ ჩამოირეცხავთ!!!“

სირცხვილია ამ "ხლამს" რომ ყიდულობთ ჩვენი ფულით, სირცხვილი! კოლაბორაციონიზმია ეგ და აგებთ პასუხს აუცილებლად!“

“პრემია გამოუწერეთ კომენტარების წამშლელს. ცოდოა, გაწყდა წელში. დილა აღარ იცის რა არი და ღამე.“ - წერენ მოქალაქეები.

 

 

ამავე თემაზე: გორის მერიამ მანქანები "ГАЗ"-ის ოფიციალური წარმომადგენლისგან შეიძინა

 

 

Read 452 times Last modified on Last modified on აგვისტო 06 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი