გორის წისქვილკომბინატში ახალი თანამშრომლები "გამზადებული" სიით მიიღეს

აგვისტო 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წისქვილკომბინატის ახალმა წარმომადგენლობამ თანამშრომლები წინასწარ გადაცემული სიის მიხედვით დაასაქმა, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" შპს "ლოდის" დირექტორმა დაუდასტურა.

მირიან წაქაძემ განმარტა, რომ 67 ადამიანის სია შპს "კარმენისგან" მიიღო და შრომითი ხელშეკრულებაც სწორედ მათთან გააფორმა. რაც შეეხება მუშების დარჩენილ რაოდენობას, ახალ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

"ჩვენ გადმოგვეცა წისქვილკომბინატი, წარმოების ნაწილში. მოგვცეს 67 კაციანი სია, ვინც უნდა დაგვესაქმებინა და მივიღეთ ისინი. ადრეც მუშაობდნენ ეს ადამიანები, აქციაში მონაწილეობდნენ თუ პროტესტს არ გამოხატავდნენ ეს დეტალები ჩვენ არ ვიცით. ჩვენთვის ასევე უცნობია რა კრიტერიუმებით შეარჩია "კარმენმა" ეს ხალხი", - აცხადებს შპს ლოდის დირექტორი მირიან წიქაძე.

ეს კომპანია მიმდინარე წლის ივლისში შეიქმნა, მაშინ როდესაც წისქვილკომბინატის 80-მდე თანამშრომელს აცნობეს, რომ შრომით ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებდნენ, რადგან საწარმო მუშაობას წყვეტდა.

დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ იჯარით წისქვილკომბინატი ახალ კომპანიას გადაეცა და კადრების დაკომპლექტებაც შპს "კარმენის" რეკომენდაციით უკვე განხორციელდა. ახალი კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ყოფილი თანამშრომლებიდან მას არავინ დაკავშირებია და შესაბამისად მათი პრეტენზიებისა და პროტესტის შესახებ არაფერი იციან.

ამავე თემაზე: გორის წისქვილკომბინატს იჯარით ახალი კომპანია იღებს, ძველი მუშები გარეთ რჩებიან

Read 758 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი