გელა კაპანაძე: დათხოვილ თანამშრომლებს ეტაპობრივად გაუგრძელდებათ ხელშეკრულებები

აგვისტო 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"დათხოვილ თანამშრომლებს ეტაპობრივად გაუგრძელდებათ ხელშეკრულებები საჭიროების მიხედვით", - ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი გელა კაპანაძე რადიო "მოზაიკა"-ს შეკითხვას (ა)აიპ - იდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ.

"ჩვენ გვყავს თითქმის ნახევარზე მეტი პედაგოგი ამ (ა)აიპ - ში და ბუნებრივია, რომ ახლა, როდესაც არ არის საგანმანათლებლო და შემეცნებითი მოღვაწეობა, პრაქტიკულად დათხოვილები არიან ეს ადამიანები, როგორც ქალაქში, ისე რაიონში. საჭიროდ ჩავთვალე, რომ ზედმეტი თანხები არ დაეხარჯა მუნიციპალიტეტს, ამიტომ გარკვეული წყვეტა ექნება თანამშრომელთა გარკვეულ კატეგორიას" , - აცხადებს გელა კაპანაძე.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომლები სამსახურიდან ივლისის ბოლოს დაითხოვეს.

Read 346 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი