"ჩვენ გვახსოვს" - ერგნეთში მშვიდობიანი აქცია - პერფორმანსი მოეწყობა

აგვისტო 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე ერგნეთში მშვიდობიანი აქცია - პერფორმანსი გაიმართება. ღონისძიება 11 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლები და სხვა აქტიური მოქალაქეები მიიღებენ.

ორგანიზატორთა განმარტებით, 7 აგვისტოს დაგეგმილი აქტივობის მიზანი ომში დაღუპული მებრძოლების გახსენება და მომავალი თაობისთვის რეალური ისტორიის გადაცემაა.

"ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაა, რადგან მოგეხსენებათ, კრემლი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ომის დაწყების თარიღი 8 აგვისტოა, თუმცა ეს ასე არ არის. მოვლენების განვითარება კონფლიქტის ზონაში გაცილებით ადრე დაიწყო. ხვალ 7 აგვისტოა. 11 წელი სრულდება რუსული სამხედრო აგრესიიდან, რომელმაც ქვეყანა ხუთდღიან ომის ქარცეცხლში გაატარა. სწორედ ამ დღეს, 11:00 საათზე შევიკრიბებით ერგნეთში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და გავმართავთ მშვიდობიან აქცია-პერფორმანსს. ჩვენ გვახსოვს აგვისტოს ომი, ჩვენ გვტკივა და არ დავივიწყებთ გმირებს! შემოგვიერთდით, ერთად ვუთხრათ არა რუსულ ოკუპაციას!", -ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

Read 258 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი