აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

აგვისტო 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით მიმოსვლა დროებით შეწყდება.

"2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღეს, 6 აგვისტოს, 20:00 საათიდან დროებით შეჩერდება სასაზღვრო გამშვები პუნქტების მუშაობა. მათი ფუნქციონირება განახლდება 9 აგვისტოს დილის 6:00 საათიდან", - აცხადებენ ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები.

ოკუპირებულ ქალაქში 2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 7 და 8 აგვისტოსაა დაგეგმილი.

Read 141 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი