რუსეთმა ომი 7 აგვისტოს დაიწყო - ერგნეთში ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი გზავნილია "რუსეთმა ომი 7 აგვისტოს დაიწყო".

აქციაზე "ძალა ერთობაშიას" წევრებმა ფრანები გაუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, ამით მათ ხაზი გაუსვეს ეთნიკურად ოს ხალხთან მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილს.

აქციაში მონაწილეობას "ევროპული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იღებდნენ.

"მთავარი მესიჯი არის ის, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და დაიწყო რუსეთმა და აქცია ამის აღსანიშნავად მოეწყო. გავუშვით ფრანები იმიტომ, რომ ჩვენ, ოს ახალგაზრდებს და საერთოდ სამაჩაბლოს, ვუგზავნით ფრანებს და არა ჭურვებს, ხოლო ჭურვებს გავუგზავნით რუს ოკუპანტებს. როგორც ეს 2008 წელს იყო, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, როგორც იარაღით, ასევე შიშველი ხელებით" - ამბობენ აქციის მონაწილეები. 

Read 95 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი