ლია ჩლაჩიძე ომის ისტორიებზე წიგნის დაბეჭდვას გეგმავს

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ჩემი ომი" - ასე ერქმევა წიგნს, რომლის დაბეჭდვასაც ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე აპირებს. ის აგვისტოს ომის მოგონებებს აგროვებს, რომელსაც სწორედ აღნიშნულ წიგნში გააერთიანებს.

მისი აზრით, ამ სახით, მკითხველს რეალური წარმოდგენა ექნება, თუ რა ხდებოდა 2008 წელს ცხინვალის რეგიონში.

"უკანასკნელი ათწლეულია სისხლით და ცრემლით იწერებასაქართველოს უახლესი ისტორია.რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომი ჩვენს ტკივილად იქცა.თითოეული ადამიანის ტრაგედია უკვე ისტორიის განუყოფელი ნაწილია,ამიტომ ძნელია მათ მხოლოდ ადამიანური ისტორიები უწოდო. ეს ომის ისტორიაა...

ომი კი ჩემი,შენი,ჩვენი ომია...ყველას გვაქვს ჩვენი ომი....

მოგმართავთ ყველას. თქვენ გაქვთ ადამიანური,მორალური ვალდებულება მოგვითხროთ თქვენი, აგვისტოს ომის შესახებ...ოკუპაციაზე,ტყვიების წვიმაზე. გთხოვთ,თქვენი მოგონებანი ნებისმიერი ფორმით მოგვაწოდოთ აგვისტოს ომის მუზეუმში,რათა ავკინძოთ, ერთ დიდ წიგნად გამოვცეთ და ძალიან ცუდი მოგონებების კრებულად დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობას", - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

Read 72 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი