აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.

ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ომის შემდგომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი კონფლიქტის დროს დაიღუპა სულ 850 ადამიანი, მათ შორის 365 ოსი, 170 ქართველი სამხედრო და 65 რუსი ჯარისკაცი; 100 000 მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

კონფლიქტის მსვლელობის დროს მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ჟურნალისტი. 8 აგვისტოს დაიღუპა ორი ქართველი ჟურნალისტი გია ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი. 12 აგვისტოს რუსეთის მიერ გორის დაბომბვის დროს გარდაიცვალა დანიელი ჟურნალისტი და ოპერატორი სტან სტორიმანსი.

26 აგვისტოს კი, რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ოფიციალურად აღიარა.

Read 67 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი