"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - აგვისტოს ომზე ფილმი გადაიღეს

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა ომის თემატიკაზე გადაიღო და რომლის თრეილერის ჩვენებაც, დღეს, გორის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
რეჟისორის თქმით, ფილმში მონაწილეობას ძირითადად, გორის თეატრის მსახიობები იღებენ.
"ეს არის ფილმი ერთ ქართველ გლეხზე, რობიზონზე, რომლის ბოსტანიც მოულოდნელად, კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდება. გლეხი იძულებული ხდება ხელში იარაღი აიღოს, ამ ფილმით მინდა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ რუსეთი მტერია", - ასე აღწერს მოკლედ ფილმს ბესო სოლომანაშვილი.
ფილმის თრეილერის ჩვენებას მთავარი მოქმედი პერსონაჟი, რობინზონის როლის შემსრულებელი დუტა სხირტლაძეც ესწრებოდა, რომელმაც საკუთარ როლზე და ხელოვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მსახიობს აქვს თავისი ტრიბუნა, გინდ თეატრში, გინდ კინოში. ჩვენ ჩვენს სათქმელს ჩვენი პროფესიით ვამბობთ.მე ამ ფილმს დავარქმევდი "პატრიოტიზმის პატარა მაკეტს", აქ არის ნაჩვენები როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო", - განმარტავს მსახიობი დუტა სხირტლაძე.
როგორც რეჟისორი აანონსებს, ფილმის პრემიერა შემოდგომაზე გორში გაიმართება.
Read 145 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი