Back to Top
ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2019 17:16

სკრის დევნილთა დასახლებაში სათემო ცენტრი გატეხეს

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, სკრის დევნილთა დასახლებაში სამართალდამცავები იმყოფებიან. მათ სათემო ცენტრის გატეხვის შესახებ “ქართლოსის“ წარმომადგენლებმა შეატყობინეს.

ობიექტი, სწორედ ამ ორგანიზაციას აქვს დროებით გადაცემული და მის წარმომადგენლებს ადგილზე მისვლისას, შენობის ფანჯრებზე მინები ჩამსხვრეული დახვდათ.

ამ დროისთვის ნივთების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია გორის მუნიციპალიტეტის მერია.

"ქართლოსის" წარმომადგენელთა შეფასებით, ადგილი აქვს სავარაუდოდ ვანდალურ ფაქტს.

 

Read 363 times Last modified on ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2019 17:22