Back to Top
ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019 15:52

დღეიდან გორის საკრებულოს ვებ. გვერდზე ონლაინ პეტიციის წარდგენა შეგიძლიათ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ. გვერდს (gori.mun.gov.ge) ონლაინ პეტიციის ღილაკი დაემატა, რითაც მოქალაქეებს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის ახალი შესაძლებლობა ეძლევათ. 

"ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ. გვერდს (gori.mun.gov.ge) პეტიციის ღილაკი დაემატა, რომლის მეშვეობითაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ჯგუფს - რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 1% პროცენტს (1 120 ამომრჩეველი) უფლება აქვს წარადგინოს საკრებულოს დადგენილების პროექტი, დადგენილების პროექტის ძირითადი პრინციპები, კონკრეტული წინადადებები, ან მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტისთვის (ან/და დასახლებისთვის) საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტისა. საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის სპეციალური პროგრამის მეშვეობით. აქვე ნახავთ პეტიციის შევსების და წარდგენის ინსტრუქციას", - ვკითხულობთ სიახლის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

Read 316 times