Back to Top
პარასკევი, 09 აგვისტო 2019 12:02

პრემიერ მინისტრი და გორის ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ

Rate this item
(0 votes)

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი შეხვდნენ.

პრემიერი და მთავრობის წევრები ცხინვალიდან დევნილი ვეტერანის, სერგო ქესანაშვილის ოჯახშიც იმყოფებოდნენ, სადაც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ დევნილების ბინებით უზრუნველყოფა მთავრობისთვის პრიორიტეტია. მთავრობის მეთაური დევნილებს, ასევე, ესაუბრა ახალი ბინების მშენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება.

ანწუხელიძის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსებში 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომელებმაც საკუთარი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დატოვეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია საბავშვო ბაღის მშენებლობაც.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპიებულია. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

Read 381 times