კარბის საჯარო სკოლაში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

აგვისტო 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მინიიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში აგვისტოს ომი გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებზე ისაუბრეს და რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ, სკოლაში გამოფენა მოაწყეს. 

„2008 წლის 8 აგვისტო ყველაზე მტკივნეული დღეა უახლესი საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს, 11 წლის წინ, იყო დიდი მსხვერპლი, ნგრევა, ათასობით გადამწვარი სოფელი, მიტოვებული სახლები და დაკარგული ძირძველი ქართული მიწები. ამ დღეს ჩვენს სოფელში, კარბში, რვა მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა დაბომბვას. ჩვენმა სკოლამ გაიხსენა აგვისტოს ომის გმირები, მოეწყო გამოფენა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები", - განაცხადა სკოლის წარმომადეგნლები. 

სკოლას  ეწვივნენ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, მწერალი გიორგი კეკელიძე. მათ სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადასცეს საჩუქრად და მადლობა გადაუხადეს ამ დღის აღნიშვნისთვის.



Read 147 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი