2017 წელს გორის საფეხბურთო სკოლაში ფეხბურთელთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა

მარტი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საფეხბურთო კლუბმა „გორი“ საკრებულოს გასული წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა. დეპუტატთა მიერ დამტკიცებულ ანგარიშში მოცემულია საფეხბურთო კლუბ „გორის“ მიერ გასულ წელს განხორციელებული მიზნები და მიღწეული შედეგები.

ანგარიშში ვკითხულობთ:

  • 2017 წელს სრულად განხორციელდა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის რემონტი, რომელიც აკმაყოფილებს „ფიფას“ და „უეფას“ მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.
  • შემუშავდა ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა, სადაც განისაზღვრა პროგრამის მიზნები და პრინციპები.
  •  მნიშვნელოვნად გაიზარდა საფეხბურთო სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ სკოლამ პერსპექტიულ მოსწავლეებს საფეხბურთო კლუბ გორის „დილასთან“ კონტრაქტი გაუფორმა.

დოკუმენტის თანახმად, საფეხბურთო სკოლოს აღსაზრდელებს ვარჯიშებს უტარებდნენ საქართველოს ფეხბრთის ფედერაციის მიერ მინიჭებული ლიცენზიის მქონე მწვრთნელები.

„გასულ სეზონზე საფეხბურთო კლუბის ასაკობრივი გუნდები მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედარაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატსა და ტურნირში, სადაც მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ და წარმატებით ასპარეზობდნენ.“

საფეხბურთო კლუბის ძირითადი გუნდი უმეტესად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გუნდმა ეროვნული ლიგის მე-3 ჯგუფში სხვა ქალაქების გუნდებთან ერთად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.

2017 წლის ზაფხულში ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს თენგიზ ბურჯანაძის სტადიონმა უმასპინძლა.

„აღნიშნული მატჩების წარმატებით ორგანიზებისთვის , ა(ა)ა.ი.პ-მა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ოფიციალური მადლობის წერილი მიიღო. ასევე ა(ა)ა.ი.პ-მა დაიმსახურა გორის მუნიციპალიტეტის სკოლების გაერთიანების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „სპორტული გორი 2017“-ის ჯილდო წლის საუკეთესო ღონისძიების ორგანიზებისთვის.“ -წერია მოხსენებაში.

გასული წელი დასამახსოვრებელი და ისტორიული იყო იმ მხრივაც, რომ სტადიონმა პირველად უმასპინძლა საქართველოსა და კვიპროსისი ეროვნული ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას.

Read 1244 times Last modified on Last modified on მარტი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი