Back to Top
კვირა, 11 აგვისტო 2019 15:32

გორის ოთხ სოფელში საგზაო ნიშნები დამონტაჟდება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საგზაო ნიშნები დამონტაჟდება. აღნიშნული განკარგულება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

სოფელ ნიქოზში, შინდსში, ხვითსა და ქვახვრელში საგზაო ნიშნების დაყენების თხოვნით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შპს "საქართველოს რკინიგზის ", უღელტეხილის სალიანდაგო სამმართველომ მიმართა.

სოფელ ნიქოზსა და ქვახვრელში სალიანდაგო გადასასვლელთან "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი" და " რკინიგზის უშლაგბაუმო გადასავლელი" ნიშნები დამონტაჟდება. სოფელ ხვითში განთავსდება ნიშანი "მიახლოება სარკინიგზო გადასასვლელთან".

Read 799 times