გორის დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიურო კანონს არღვევს და ინფორმაციას მალავს

აგვისტო 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიურო რადიო "მოზაიკას" საჯარო ინფორმაციას უმალავს და კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
რადიო "მოზაიკა" ხელისუფლების წარმომადგენელთა მუშაობის მონიტორინგს ევროპის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის "გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის" ფარგლებში ახორციელებს და იმ პირების საქმიანობას სწავლობს, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ. ერთ-ერთი ასეთი მაჟორიტარის ბიუროცაა, რომლის მუშაობითაც რადიო "მოზაიკა" პერიოდულად ინტერესდება.
ბოლო ასეთი შემთხვევა 12 ივლისს იყო, როდესაც "მოზაიკა" მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელს, ზურაბ კაპანაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ ჰქონდათ მიმდინარე წლის სტატისტიკა მოქალაქეთა მიღების რაოდენობასა და ბიუროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ზურაბ კაპანაძემ მაშინ ფორმალურად წერილის გაგზავნა ითხოვა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებას უახლოეს დღეებში დაგვპირდა, თუმცა წერილის გაგზავნიდან ერთი თვე სრულდება და საჯარო ინფორმაცია ბიუროდან "მოზაიკას" ჯერ ისევ არ მიუღია.
"12 ივლისს, პარასკევს, პირადად ვესაუბრე მაკრახიძის ბიუროს ხელმძღვანელს და ვთხოვე ინფორმაცია ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით. მაშინ ზურაბ კაპანაძე დამპირდა, რომ წერილი გამეგზავნა და იქ მიმეთითებინა კონკრეტულად რა ინფორმაციის მიღება მსურდა და პასუხებს ორშაბათსვე დამიბრუნებდა.
15 ივლისს, ორშაბათს დავურეკე და მისი პირობა შევახსენე, მაგრამ ზურაბ კაპანაძემ პასუხი უკვე განსხვავებული ტონით გამცა და მითხა, რომ ვალდებული არ იყო წერილზე მაშინვე ეპასუხა და კანონით განსაზღვრულ 10 დღეზე მიმითითა. მას შემდეგ, 20 სამუშაო დღე გავიდა და პასუხი დღემდე არ გამოუგზავნია. არ მინდა ვიფიქრო, რომ წერილში არასასურველი და მისთვის უსიამოვნო შეკითხვები ნახა და ამ ფორმით ცდილობს პასუხების გაცემას თავი აარიდოს", - ამბობს პროექტის კოორდინატორი ნინო ჩიბჩიური.
რადიო "მოზაიკა" 14 ივლისის წერილით დეპუტატის ბიუროსგან შემდეგ ინფორმაციას ითხოვდა.
  • რა თანხით ფინანსდება გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ყოველთვიურად და კონკრეტულად, რა მიმართულებით იხარჯება აღნიშნული თანხა? (გთხოვთ, ყოველთვიურად გაწერილი თანხების მიმართულებები მოგვწეროთ, დეტალურად და ცალ-ცალკე)
  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, რამდენი მოქალაქე მიიღო ბიურომ და აქედან რამდენს აღმოუჩინა სათანადო დახმარება. (გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ დეტალურად, გაწეული შუამდგომლობებისა და დახმარების აღმოჩენის შესახებ დეტალურად რაოდენობების მითითებით)?
  • გარდა მოქალაქეების მიღება/მომსახურებისა, როგორია ბიუროს ყოველდღიური საქმიანობა, რა დატვირთვით და ძირითადად რა მიმართულებით მუშაობს?
დეპუტატის ბიურო ვალდებულიო იყო „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 37–ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილ ვადებში (10 სამუშაო დღე), აღნიშნულ კითხვებზე მედიასაშუალებისთვის პასუხი გაეცა, თუმცა მაკრახიძის ბიურომ კანონი დაარღვია და საჯარო ინფორმაცია არ გასცა.
Read 530 times Last modified on Last modified on აგვისტო 12 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი