Back to Top
ორშაბათი, 12 აგვისტო 2019 14:15

გორის სამხედრო აკადემიაში საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი გაიხსნა

Rate this item
(0 votes)
ეროვნული თავდაცვის აკადემია უკვე მეორედ მასპინძლობს საზაფხულო სკოლას ,,ჩემი სამყარო'', რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, აკადემიასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი პროექტის კოორდინატორმა, მარიამ დარბაიძემ გახსნა. მონაწილეებს მიესალმნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე რამაზ კვარაცხელია და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი.

მოლოდინებისა და შარშანდელი გამოცდილების შესახებ პროექტის ყველაზე უმცროსმა მონაწილემ გურამ მღებრიშვილმა ისაუბრა.

Read 307 times