გუგუტიაანთკარში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებას ყურადღებას სთხოვს

აგვისტო 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები გუგუტიანთკარელები ხელისუფლებისგან კვლავ დახმარებას ითხოვენ. მიზეზი სოფელთან ახლოს რუსი სამხედროების ყოფნაა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი მავთულხლართების გავლება რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ შეაჩერეს, თუმცა რუსი სამხედროები სოფლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში რჩებიან. მოსახლეობა შიშობს, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა მავთულხლართების გავლება განაახლონ.
„ჩემი დარდი ის არის, რომ აგერ იქით მოჰყვა ჩემი ქმარი და შვილი და საფლავზე ვერ მივდივარ. სანთელი ვერ ამინთია. საზღვარს ავლებენო, 100 მეტრით გადმოიწიესო", - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. სოფლის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო.
Read 85 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი