ნიქოზელმა მწერალმა საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოსცა

აგვისტო 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მცხოვრებმა მწერალმა და პოეტმა თამარ მეტრეველმა საბავშვო ლექსების და მოთხრობების კრებული "გოზინაყის მინდორი ანუ აღარ გვინდა "ომობანა"!" გამოსცა.
თამარ მეტრეველის თქმით, წიგნის გამოცემაში ემიგრაციაში მყოფი ლია გველუკაშვილი დაეხმარა.
"წიგნის აკინძვაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ, წიგნში არის ნახატები, რომელიც ოფელ ნიქოზის ხელოვნების სკოლის სამხატვრო წრის წევრებს ეკუთვნის", - ამბობს თამარ მეტრეველი.
წიგნის კონსულტანტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე მზია ხეთაგური ამბობს, რომ აღნიშნული კრებული ბავშვებისთვის არის დაწერილი, თუმცა მისი აზრით, არც უფროსი თაობებისთვის უნდა იყოს უინტერესო.
"ასეთი ხატოვანი ქართულით გადმოცემული სათქმელი გზამკვლევივით გამოიყურება საქართველოს უძველესი კუთხის - სამაჩაბლოს უკეთ აღსაქმელად. იმ სამაჩაბლოსი, რომელიც დღეს ჯერ კიევ მავთულხლართებში ტყვეობს", - ამობს მზია ხეთაგური.
მზია მეტრეველის თანაავტორობით 3 კრებული უკვე გამოიცა.
Read 120 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი