Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 12 აგვისტო 2019 20:52

მერეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განსაზღვრულ ვადაში ვერ დასრულდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა.

მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ხელშეკრულების ვადის გადაცილებაა.

გორის მერიაში ამბობენ, რომ შპს -მ  “გუმბათი“ სამუშაოები დათქმულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც, ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა ერიცხება.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 24 489 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, ამ დროისთვის ამ თანხიდან 14 875 ლარი დაიხარჯა.

კომპანიას საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივნიის უნდა დაესრულებინა.

Read 430 times