სახელმწიფო სკრაში მიწას 25-წლიანი იჯარით გაასხვისებს
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 25-წლიანი იჯარით გასხვისებაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა.
58924 კვ. მეტრი ფართობი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო თანხა 2 357 ლარით განისაზღვრა.
აუქციონში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს, 15 აგვისტმდე შეუძლია.