ამბარდნიშვილი: დავბრუნდით 90-იან წლებში, მწვანე ზოლი აღარ დაგვრჩა

აგვისტო 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი ხელისუფლების მიერ ტერიტორიების დროებით გასხვისებას ეხმარება და ქალაქში შექმნილ ვითარებას 90 -იანი წლების პერიოდს ადარებს.

დეპუტატმა ერთ - ერთ მაგალითად საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება დაასახელა, რომლის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატ გიორგი კანდელაკს საიჯარო ხელსეკრულება საკრებულომ, სტალინის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუთი წლით გაუგრძელა.

“ჩვენ ვბრუნდებით 90 იან წლებში, შემწვარი ქათმები, რომ იყიდებოდა. ბუტკების ეპოქაში დავბრუნდით. მალე იქნება წიწილების შესაწვავი, ხაჭაპურებს პირდაპირ მანქანებში მიაწვდიან,. მადა ჭამაში მოდიოსო პრინციპით არის. კანდელაკმა ჯერ სტალინის ბაღის უკან სკვერი მიითვისა სადაც სუპერმარკეტი მოაწყო, ახლა მის წინ ტერიტორიაზე იჯარის ხელშეკრულებას ხუთი წლით უგრძელებენ ფაქტიურად მწვანე ზოლი აღარ დაგვრჩა თავისუფალი, ისეთი ინტენსივობით მიდის მასზე მოთხოვნები“, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი

Read 286 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი