Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019 12:16

დავით ქაცარავა: გუგუთიაანთკარში ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ

Rate this item
(0 votes)

გუგუთიაანთკარში  ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი  განაახლეს. ამის შესახებ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივებმა შეატყობინეს.

რადიო “მოზაიკამ“ აღნიშნული ინფორმაცია მერეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან გადაამოწმა. რუსუდან კილაძის თქმით, სოფელში ამ წუთებში პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა მობილიზებული.

“სხვა მოქალაქეებს იქ არ უშვებენ და შესაბამისად ჩემთვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა იქ რუსი სამხედროები“, - გვითხრა კილაძემ.

Read 533 times