ახალგორიდან გათავისუფლებულებს მინისტრები ხვდებიან

მარტი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული ახალგორიდან დღეს გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ამ წუთებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ხვდებიან.

შეხვედრაზე იმყოფებიან დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი ოკუპირებულ დაბაში იმყოფებოდნენ, თუმცა დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ დოკუმენტები ჩამოართვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

Read 1164 times Last modified on Last modified on მარტი 11 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი