გორის მერია უსახურ შენობას და მიწის ნაკვეთს 460 000 ლარად ყიდის

აგვისტო 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონული აუქციონის ფორმით, სოფელ ხიდისთავში არსებულ უძრავ ქონებას გაასხვისებს.
საწყისი ფასი 460 000 ლარია.
52 887 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს დანგრეული შენობა-ნაგებობები.
აუქციონის პირობების მიხედვით, შემსყიდველი ვალდებული იქნება პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მიწის ნაკვეთის განაშენიანოს და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიიღოს.
დაინტერესებული პირები ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობას 20 აგვისტომდე შეძლებენ.

 

 
Read 204 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი