ციხელაშვილი: გათავისუფლებულებს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ

მარტი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გათავისუფლებულებს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, ამას ამბობენ პირადად", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრი ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს დაკითხვამდე შეხვდა.

"მისასალმებელია მათი გათავისუფლება, მაგრამ ჩვენ ველოდებით ტატუნაშვილის გადმოცემას და პროგრესი ეს იქნება. ყველა ბერკეტი გვაქვს გააქტიურებული მის გადმოსაცემად. კონკრეტულ ვადაზე საუბარი არ შემიძლია. ვიმედოვნებ, მალე გადმოგვცემენ. სხვა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. უსაფრთხოდ არიან გათავისუფლებულები. დაბრუნდებიან ოჯახებში დაკითხვის მერე", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორიდან დღეს გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ამ წუთებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ხვდებიან.

 

Read 1104 times Last modified on Last modified on მარტი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი