Print this page

ცხინვალელი პაციენტები ქართულ კლინიკებში მკურნალობას უპრობლემოდ აგრძელებენ

მარტი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალელი პაციენტები ქართულ კლინიკებში მკურნალობას უპრობლემოდ აგრძელებენ, - განაცხადა განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

"რეფერალური პროგრამა ქართულ მხარეს არ შეუწყვეტია. ოსურმა მხარემ დეზინფორმაცია გაავრცელა. უპრობლემოდ გადმოდიან პაციენტები ქართულ მხარეს სამკურნალოდ", - განმარტა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ ცხინვალელ პაციენტებს რეფერალური პროგრამა შეუწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელიუფლების მხრიდან ეს იყო ერთგვარი პასუხი ცხინვალის მიერ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესის გაჭიანურებაზე. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სახელმწიფო სტრატეგიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, ჩართულობა თანამშრომლობის გზით და შესაბამის სამოქმედო გეგმას. აღნიშნული დოკუმენტების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობისა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ სარგებლობა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები იმ პირთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პაციენტებს წამყვან კლინიკებში სამედიცინო მომსახურება გაეწევათ უსასყიდლოდ.

ოფიციალური ინფორმაციით, ყოველწლიურად 1000-მდე პაციენტი გადმოდის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ.

 

Read 1321 times