გორელი პარლამენტარები გუგუტიაანტკარში არ ჩასულან

აგვისტო 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის თემის და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში, რომელიც ბოლო ერთი კვირის მანძილზე საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა, ამ დრომდე არ გამოჩენილან.

იოსებ მაკხრახიძეს და თენგიზ ხუბულურს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც რაიმე სახის განცხადება და არც საკუთარი პოზიცია გაუვრცელებიათ.

დეპუტატების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდებზე ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება გუგუტიაანთკარში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. გუგუტიაანთკარში მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათი მუნიციპალიტეტის პარლამენტარებს სოფელში არც იცნობენ.

Read 317 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი