მოვლენათა განვითარება ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღემდე

მარტი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ოკუპირებული ტერიტორია რამდენიმე საათის წინ დატოვეს. 22 თებერვლის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ქუტაშვილსა და პავლიაშვილს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები 22 თებერვლიდან დღემდე? რა განცხადებები კეთდებოდა მხარეების მიერ? - რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ მოვლენების განვითარების ქრონოლოგიას.

ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ საზოგადოებამ 23 თებერვალს შეიტყო. ოსურმა საინფორმაციო სააგენტორესმაგაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მაშინ საინფორმაციო სააგენტო დე ფაქტო მილიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებოდარომ  წინასწარი დაკავების იზოლატორში, ტატუნაშილმა სცადა მილიციის თანამშრომელისთვის იარაღის წართმევა. მილიციელებმა კი მის შესაჩერებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც არჩილ ტატუნაშვილს ფეხი დაუსხლტდაკიბეზე დაგორდა და დაშავდა. „რესისინფორმაციით, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

იმავე დღესვე, ოსურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ეჭვმიტანილი იყოოსი ხალხისგენოციდში და გეგმავდა ტერაქტებს . სამხრეთ ოსეთში არჩევნების ჩასაშლელად. იგი ასევე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა უშიშროების ორგანოების თვალსაწიერში. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტისავე განცხადებით, გვამის გაკვეთის წინასწარი შედეგებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა დადგინდა.

cxinvali

23 თებერვალსვე გაავრცელა განცხადება ოფიციალურმა თბილისმაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და  სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა მოითხოვა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის პირველადი დათვალიერების მიზნით. იმავე დღესვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრიც მომხდარს:

საკითხის სიმძიმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდეს მკვეთრი რეაგირება და სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს ჩვენი მოქალაქეები და გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. ამასთან, აუცილებელია, სასწრაფოდ შეიქმნას ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების ასეთ და სხვა მძიმე დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვითხოვთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ” - განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

იმავე დღესვე რადიო თავისუფლებამ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული ახალგორის რაიონის .. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.

25 თებერვლიდან უკვე საპროტესტო აქციები დაიწყო. ერგნეთში გამართა აქცია სამოქალქო სადამკვირვებლო მოძრაობამძალა ერთობაშია“. მათ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა გააპროტესტეს და საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში დაადანაშაულეს.

 

dza

ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ოთხი დღის შემდეგ გაიმართა რიგგარეშე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ქართულმა მხარემ ცხედრის გადმოცემა მოითხოვა. ოსურმა დელეგაციამ უარი განაცხადა. იმავე დღესვე სამოქალქო საზოგადოებაძალა ერთობაშიაავრცელებს ინფორმაციას, რომ ტატუნაშვილი საკონტროლო გასროლითაა მოკლული.

26 თებერვალს აქცია ამჯერად უკვე დაღუპულის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა გამართეს. მათ ნატახტრის გზა გადაკეტეს და  საქართველოს ხელისუფლებისაგან ეფექტური მუშაობა მოითხოვეს. შსს მინისტრსა და პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მათ ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს და აქცია დაშალეს.

aqcia

28 თებერვალს რეზონანსული განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ტატუნაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო, სანამ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ.

1 მარტს ერგნეთში მორიგი ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შეწყდა, რადგან  ქართულმა მხარემ ვერ მიიღო პასუხი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილის - გათავისუფლების პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

ergn

1 მარტს, საღამოს, ოსური სააგენტორესიიუწყება, რომ ახალგორის რაიონში ხიდის ქვეშ აღმოჩენილია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობადე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს განცახდებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დაკავშირებულია არჩილ ტატუნაშვილის მიერ დაგეგმილ დივერსიებთან, რადგან სამართალდამცავი ორგანოების ხელში არსებული სარწმუნო ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის ამზადებდა პროვოკაციებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის

4 მარტს უკვე საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ავრცელებს განცხადებას: უკანასკნელი საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს"–ნათქვამი იყო პრემიერმინიტრის განცხადებაში. თავის მხრივ განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, რომლის თანახმად, ილია მეორის თხოვნით, რუსეთის პატრიარქი კირილე, უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში. „ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს”.

6 მარტს მორიგი განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომლის თანახმადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 7 ან 8 მარტს დაუბრუნებდნენ. მათ ასევე რუსეთის პატრიარქის ილია მეორისადმი გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროეს.

მთელი ამ დროის პარალელურად, ცხედრის ოჯახისათვის გადაცემას და მომხდარის გამოძიებას ითხოვდნენ : აშშის, ბრიტანეთის, პოლონეთის, ჩეხეთი, ლიტვის, ლატვიის და ნიდერლანდების საელჩოები.

ოპოზიცია .. ტატუნაშვილიოთხოზორიას სიის  შექმნას და სანქციების დაწესებას ითხოვს. მმართველი პარტია თანხმდება და კონსულტაციებს გადის. გამოიკვეთა რეზოლუციის ორი პროექტი. უმრავლესობა ითხოვს რუსეთისაგან:

უზრუნველყოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე;შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები

შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და ეფექტიანად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში

უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უმცირესობის მიერ შედგენილი ტექსტი სანქციების დაწესებასაც გულისხმობს, კონკრეტულად კი მთავრობას მოუწოდებს, რომ:

შეადგინოს და გამოაქვეყნოს საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების სია, რომელსაც ეწოდებაოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;

დააყადაღოსოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშიშეყვანილ პირთა ის ქონება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობისათვის. ამასთან, ეთხოვოთ შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, აღნიშნულ პირებს არ მიეცეთ ქონების გადაადგილების თუ შეძენის და, ასევე, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საშუალება მათ ტერიტორიებზე/მათ მიერ კონტროლირებად სივრცეებში;

სთხოვოს საქართველოს პარტნიორებს, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშიშეყვანილ პირებს დაუწესონ სავიზო შეზღუდვები;

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშიმოხვედრილ პირებს აუკრძალოს საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვის დაწესებული შეღავათებითა და უფასო სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა.

მომდევნო დღეს, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ და .. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, დიპლომატებს ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ

 

jeneva

იმავე დღეს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის საკითხი ზედმეტად პოლიტიზებულია იყო.მისი თქმით. სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია იმის გამო, რომ მისი გადაცემის საკითხი ძალიან პოლიტიზებულია ქართული მხარის მიერ 

 „შესანიშნავად ვიცით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიღებულია ევროპაშიც და ამერიკაშიც. უნდა მოგვცეთ შესაძლებლობა ყველაფერი კანონის მიხედვით გავაკეთოთ. მაგალითად, იმავე საქართველოში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას მინიმუმ თვე სჭირდება“, - თქვა ანატოლი ბიბილოვმა

 

ანატოლი-ბიბილოვი

9 მარტისათვის კი მორიგ განცხადებას ავრცელებს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის ადრესატიც რუსეთის ხელისუფლება იყო. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ქართული მხარე მზად არის პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კი შესაძლებელია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში, ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა. მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში

მას იმ დღესვე უპასუხეს .. სამხრეთ ოსეთი რესპუბლიკის ხელისუფლებაში. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა კვირიკაშვილის განცხადებას სასაცილო უწოდა.

11 მარტისათვის კი ოკუპირებული ახალგორი ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებულმა ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

quta

 

Read 1446 times Last modified on Last modified on მარტი 12 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი