Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 18 აგვისტო 2019 13:11

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან გატაცებულები ცხინვალის იზოლატორში არიან

Rate this item
(0 votes)

ორ დღეში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან 8 ადამიანი დააკავეს.

რუსმა ჯარისკაცებმა გუშინ ახალუბნიდან - 7, დღეს დილით კი არცევიდან 1 ადამიანი გაიტაცეს.

ყველა მათგანი გადაყვანილია ცხინვალის იზოლატორში, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

Read 550 times