ახალგორიდან გათავისუფლებულებმა მცხეთის პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს

მარტი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის შენობა ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. ქუტაშვილს და პავლიაშვილს პოლიციის შენობასთან ოჯახის წევრები ელოდებოდნენ. ისინი მცხეთიდან სავარაუდოდ საცხოვრებელ სახლებში წავიდნენ.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მანამდე კი დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდნენ.

ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი 11 მარტს დატოვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

Read 576 times Last modified on Last modified on მარტი 12 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი