Back to Top
სამშაბათი, 20 აგვისტო 2019 12:31

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 8 პირი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება

Rate this item
(0 votes)

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან დაკავებული 8 პირი კვლავ ცხინვალის ე.წ. მილიციის იზოლატორში რჩება.

ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ. კვლავ შეუძლებელია დაკავებულებთან სატელეფონო კომუნიკაციაც.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება, გავლენა ჰქონდეს ამ პროცესებზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან და დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით

Read 322 times Last modified on სამშაბათი, 20 აგვისტო 2019 13:57