Back to Top
ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 10:56

გუგუტიაანთკარში პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე ჟურნალისტებს არ აცნობეს 

Rate this item
(0 votes)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სოფელ გუგუტიაანთკარში ერთ-ერთი ადგილობრივის, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

რადიო "მოზაიკას" პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ ჰქონდა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ბახტაძის ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან არ დაადასტურა. 

ბახტაძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს გუგუტიაანთკარში უკანონო ბორდერიზაციის შესახებ არ უსაუბრია. ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე. 

"ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის მეთაური გუგუტიიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ჩავიდა. იგი არც საოკუპაციო ხაზთან მისულა და არც განცხადება გაუკეთებია. 

Read 226 times