დაჯიჯგნილია ჩემი სოფელი - მეჯვრისხეველი გოგონას ლექსი ოკუპაციაზე 

აგვისტო 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მეჯვრისხეველი ნატალია ელიაური, ოკუპაციის თემასა და ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ლექსით გამოეხმაურა: 

საფლავის თავზე დაჯიჯგნეს

მიწა,

სისხლი ადინეს თვით ტაძრის

გუმბათს,

მავთულხლართებით

შემოსაზღვრეს და,

თავი და ბოლო აღარსად მოჩანს.

ტაძრიდან ისმის ღრიალი

უფლის,

სახეს იხოკავს ღვთისმშობლის

ხატიც,

რადგანაც ახლა ერთ კილომეტრში,

საფლავთან ახლოს დგას

მავთულხლართიც.

ჯერ ხომ დაგვბომბეს, არც ეს გვაკმარეს,

მერე ზედ გულზე გადაგვიარეს

და იტაცებენ მგლებივით

ჩვენგან,

დამწვარ სოფლიდან ადამიანებს.

მიწა ისეთი დაჯიჯგნილია,

სიმწრისგან ასხამს ზეცის დარდებიც

სისხლივით აწვიმს და თან

სველდება,

საფლავთან ერთად

მავთულხლართებიც.

Read 2807 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი