Back to Top
ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 13:37

რეხაში მდინარე მეჯუდას ნაპირებს ამაგრებენ

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მდინარე მეჯუდას ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
უხვი ნალექის დროს მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი იტბორებოდა და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა.
"მდინარე მეჯუდას პრობლემურ მონაკვეთებს შეეცვალა კალაპოტი და მოიჭრა გრუნტის დიდი ნაწილი. სამუშაოების დასრულებმადე მოეწყობა რკინაბეტონის საყრდენი კედელი და დამატებითი გაბიონის კალათები", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ნაპირსამაგრ სამუშაოებს სოფელ რეხაში შპს. „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ ასრულებს.
პროექტი "სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის ღირებულება 377 458 ლარია.
Read 386 times