დეპუტატის ძმის კომპანიას გორის მერიამ ბიუჯეტიდან 658 349 ლარი გადაურიცხა

აგვისტო 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შპს "არქმშენსტუდია 2002"-მა, რომლის მესაკუთრეც გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ძმაა, გასული წლის 1 იანვრიდან დღემდე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 658 349 ლარი მიიღო.

ეს თანხა დეპუტატის ძმის კომპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად მიიღო. ამ დრომდე ტენდერში გამარჯვებულის სტატუსი გორის მერიამ აღნიშნულ შპს-ს 8-ჯერ მიანიჭა.

პარლამენტარის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძე, რომელიც ამ კომპანიის მესაკუთრეა, 2018 წლის თებერვლიდან გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ მუშაობს. სწორედ ამ პერიოდიდან დღემდე გორის მერია შპს "არქმშენსტუდია 2002"-ს ტენდერში გამარჯვებულად თვეში ერთხელ მაინც აცხადებს.

გორის მერიის მიერ შპს "არქმშენტუდია 2002"-ისთვის გადარიცხული თანხა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე:

ცხრილი მაკრო

შეგახსენებთ, რომ ეს ის კომპანიაა რომელმაც 2010 წელს გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის დემოტნაჟი განახორციელა, 2012 წლის არჩევნებამდე კი კომპანიის მესაკუთრემ, ალექსანდე მაკრახიძემ, ნაციონალურ მოძრაობას 8000 ლარი შესწირა

 

Read 471 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი