Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019 12:26

ავტობუსების შემოყვანამდე გორის მერია ავტოპარკს აწყობს

Rate this item
(0 votes)

ხვალ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება,სადაც დეპუტატები გორში ავტოპარკის მოწყობასთან დაკავშირებით პოზიციებს დააფიქსირებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, რეგიონული განვითარების სამინისტროს რეკომენდციით, საკრებულოს წევრები ხვალ 15:00 საათზე შეიკრიბებიან საკითხის განსახილველად.

"მოგეხსენებათ ავტოპარკი უნდა გაკეთდეს გორში და ამ საკითხის მოწონება საკრებულოს მხრიდან აუცილებელია სამართლევბრივად. უკვე მიმდინარობს შინდისის  გზატკეცილზე ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები და როგორც კი გორს ავტოპარკი ექნება, რეგიონული განვითარების სამინისტრო 10 ავტობუსს გადმოგვცემს, დანარჩენს მერია მიხედავს", - ამბობს დავით რაზმაძე

Read 728 times