ენმ: მერის მოადგილე გორში ჩატარებულ ფეშენ ვიკს ეწირება

აგვისტო 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნაციონალური მოძრაობა მერის მოადგილის თანამდებობიდან წასვლის საკითხს ეხმაურება.

ფრაქციის "ძლიერი გორი" თავმჯდომარე ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ეკა სუხიშვილი სამსახურიდან გაუშვეს და ადგილი სხვა უწყებაში მოუნახეს.

ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ეკა სუხიშვილის სამსახურიდან წასვლა გორში რამდენიმე კვირის წინ გამართულ ფეშენ ვიკს უკავშირდება, რა დროსაც კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა. 

"ეკა სუხიშვილი ერთი თვით ადრე უწევდა რეკომენდაციას გორში ფეშენ ვიკის ჩატარებას, გუბერნატორის დავალებით. იმის გამო, რომ ეს ფეშენვიკი ჩავარდა და ერთ-ერთი სამარცხვინო ღონისძიება იყო, რაც კი გორში ჩატარებულა და თან ამ ღონისძიებას ემსხვერპლა კეთიმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი,პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა,მერიას ეკისრებოდა. ამ ფაქტს შეწირეს ეკა სუხიშვილი და ვითომ სხვა უწყებაში გადაყავთ, რეალურად ის გააგდეს სამსახურიდან. ის გააჩუმეს, რომ იმ დარღვევებზე არ ესაუბრა მერიიდან წასვლის შემდეგ, რაც იქ ხდებოდა. ამაზე ღიად ვერ ისაუბრებს სუხიშვილი, რადგან თავის პატრონთან, ბიძინა ივანიშვილთან ვალშია. მის გასაჩუმებლად მოუფიქრეს ახალ სამსახურში გადაყვანა, როგორც ეს მოხდა, ყოფილი ვიცე-მერის, გელა კაპანაძის შემთხვევაში", - ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.

შეგახსენებთ, რომ გორში ფეშენ-ვიკის ჩატარებას გორის მერია უწევდა მხარდაჭერას. თანამშრომლობის ფარგლებში, გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელს ღონისძიების ბანერის გადატანა დაავალეს. მითითების შესრულების დროს, თანამშრომელი მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და რამდენიმე დღეში, გარდაიცვალა. 

Read 1026 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი