Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 23 აგვისტო 2019 11:52

გორის მერის მოადგილემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა

Rate this item
(0 votes)


გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

ეკატერინე სუხიშვილმა გორის მერს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გუშინ მიმართა. არსებული ინფორმაციით, კონტანტინე თავზარაშვილი მისი განცხადების დაკმაყოფილებას დღეს აპირებს.

"განცხადება დაწერა. მოვუწერ ხელს და მერე დავნიშნავ ახალ მოადგილეს", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის მერმა.

ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას ეკატერინე სუხიშვილი. მისი თქმით, ის განათლების სამინისტროში იმუშავებს და თანამდებობას უახლოს მომავალში შეათანხმებს.

Read 556 times