Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 26 აგვისტო 2019 11:34

გორში ახალგაზრდებს იტალიურ ენას უფასოდ ასწავლიან

Rate this item
(0 votes)
გორში ახალგაზრდებს იტალიური ენის უფასო კურსის გავლა შეუძლიათ.
13-29 წლის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ იტალიური ენის უფასო კურსი გაიარონ, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
"კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა 2019 წლის 5 სექტემბრამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, ადგილები შეზღუდულია. გაკვეთილები ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს, 15 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში", - აცხადებენ სააგენტოში.
აღნიშნულ პროექტს ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო”, ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან” ერთად ახორციელებს.
Read 1817 times Last modified on ორშაბათი, 26 აგვისტო 2019 11:41