Back to Top
ორშაბათი, 26 აგვისტო 2019 16:02

ატენში წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Rate this item
(0 votes)
ატენის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 335 689 ლარი დაიხარჯება.
ტენდერში გამრჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი 80“-მა სამუშაოები დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რომელიც სოფელ ბობნევში მდებარეობს, ექსპლუატაციაში 1965 წელს შევიდა.
2017-2018 წლებში განხორციელდა სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც დაექვემდებარა ბობნევში მოწყობილ სათავე ნაგებობას.
სამუშაოების დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ, სათავის შემკრებ ჭაში მოულოდნელად წყლის დებეტმა იკლო. შესაბამისი კვლევებით დადასტურდა, რომ წყლის დაკარგვა სათავე ნაგეგობობის ერთ-ერთი ამორტიზირებული კედლიდან წყლის გაჟონვამ გამოიწვია.
Read 416 times