გორის მერის ყოფილი მოადგილის პოზიცია და ახალი მოადგილის ვინაობა არ სახელდება
გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, მეორე მოადგილე ამ დრომდე არ დაუნიშნავს, თუმცა ამბობს, რომ რამდნენიმე კანდიდატურას განიხილავს. მისი ყოფილი მოადგილე ეკა სუხიშვილი კი თანამდებობის დატოვების შემდეგ, "მოზაიკას" ზარებს აღარ პასუხობს.
სუხიშვილმა ოფიციალურად გორის მერის მოადგილის თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა, მანამდე კი ჟურნალისტებთან შეხვედრა მოაწყო და აღნიშნა, რომ მერიიდან განათლების სამინისტროში, კერძოდ კი განათლებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოში გადადიოდა სამუშაოდ.
სუხიშვილი 3 დღის წინ ამბობდა, რომ იმ საღამოსვე მიიღებდა გადაწყვეტილებას შემოთავაზებული პოზიციიდან რომელს აირჩევდა, თუმცა ახალი სამსახურის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
ოპოზიციაში კი ფაქტს სხვა შეფასებას აძლევენ. ენმ-ს წარმომადგენლების ინფორმაციით, ეკა სუხიშვილმა მერის მოადგილის პოზიცია არა ახალ სამსახურში გადასვლის მიზეზით, არამედ კონკრეტული პირების მოთხოვნის საფუძველზე დატოვა
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა